რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებს დაემშვიდობა #1TVSPORT
რაფაელ ვარანი საფრანგეთის ნაკრებს დაემშვიდობა #1TVSPORT

რაფაელ ვარანმა 29 წლის ასაკში საფრანგეთის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი რამდენიმე კვირა ფიქრობდა თავის მომავალზე  ნაკრებში და, საბოლოოდ, საერთაშორისო კარიერა დაასრულა.

აღნიშავენ, რომ ფრანგი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადაღლილია ნაკრებში თამაშის გამო. გარდა ამისა, ვარანს სურს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს. ასევე, მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებთან წაგებამ.

„მოვიდა დრო, ახალმა თაობამ დაიკავოს ჩემი ადგილი. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა. ისინი იმსახურებენ შანსს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფრანგმა ფეხბურთელმა.

ვარანს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2013 წლის 22 მარტს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. მან ეროვნულ გუნდში 93 მატჩი ჩაატარა.