„მანჩესტერ იუნაიტედი“ იტალიელ ცენტრალურ მცველს ყიდულობს #1TVSPORT

13:11, 04.01.2024
BERGAMO, ITALY - DECEMBER 18: Giorgio Scalvini of Atalanta BC arrives prior to the Serie A TIM match between Atalanta BC and US Salernitana at Gewiss Stadium on December 18, 2023 in Bergamo, Italy. (Photo by Emilio Andreoli/Getty Images)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოს არის იტალიელი ცენტრალური მცველის, ჯორჯო სკალვინის შეძენასთან, – ამტკიცებს ინტერნეტგამოცემა teamTalk-ი.

წყაროს ცნობით, რომელიც იტალიური პრესის მონაცემებს ეყრდნობა, მანჩესტერელები მზად არიან, „ატალანტას“ ახალგაზრდა იტალიელში 44 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ასევე წერენ, რომ ეს თანხა სავსებით დააკმაყოფილებს ბერგამოულ კლუბს, ასე რომ, სკალვინის ტრანსფერი, შესაძლოა, უკვე იანვარში განხორციელდეს.

„იუნაიტედში“ ახალი მცველის მისვლა ნიშნავს იმას, რომ კლუბს დატოვებს რაფაელ ვარანი, რომელსაც რამდენიმე შეთავაზება აქვს საუდის არაბეთის კლუბებიდან, ასევე თავისი მშობლიურ გუნდიდან, „ლანსიდან“.

მსგავსი