რაფაელ ვარანმა ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
რაფაელ ვარანმა ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა რაფაელ ვარანმა ტრავმა მიიღო პრემიერლიგის მატჩში „ჩელსის“ წინააღმდეგ.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა 56-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგისთვის ბურთის ართმევა სცადა, მაგრამ მინდორზე დაეცა და წამოდგომა ვერ შეძლო, რის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა.

„იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი იძულებული გახდა ფრანგის ნაცვლად მოედანზე ვიქტორ ლინდელოფი შეეყვანა.

ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი, თუმცა პრესაში დაიწერა, რომ ვარანს მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება.

მიმდინარე სეზონში ვარანმა ცხრა მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.