რაფაელ ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის #1TVSPORT
რაფაელ ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „რეალმა“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის ინგლისურ გუნდში ტრანსფერზე მოილაპარაკეს.

Sky Sports-ის მონაცემებით, მანჩესტერული კლუბი ამ ტრანსფერისთვის 41 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო ვარანის წლიური ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება.

ასევე იტყობინებიან, რომ კონტრაქტი 4+1 სქემით გაფორმდება. ვარანი უკვე ამ კვირას ჩავა მანჩესტერში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, კარანტინში მოუწევს გადასვლა.