„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „რეალმა“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის ინგლისურ გუნდში ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
Sky Sports-ის მონაცემებით, მანჩესტერული კლუბი ამ ტრანსფერისთვის 41 მილიონ ფუნტს გადაიხდის, ხოლო ვარანის წლიური ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება.
ასევე იტყობინებიან, რომ კონტრაქტი 4+1 სქემით გაფორმდება. ვარანი უკვე ამ კვირას ჩავა მანჩესტერში და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც, კარანტინში მოუწევს გადასვლა.