რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე
ლას ვეგასში დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (Vegas 18) გაიმართა. მთავარი ბრძოლა ალექსანდერ ვოლკოვსა და ალისტერ ოვერიმს შორის შედგა. დაპირისპირება რუსი ათლეტის გამარჯვებით დასრულდა. ჰონორარის სახით ვოლკოვმა გარანტირებული 400 000 ამერიკული დოლარი მიიღო. გარდა ამისა, მან პონსორისგან 30 000 დოლარი ბონუსის სახით დაისაკუთრა.
ალისტერ ოვერიმის ჰონორარი ყველაზე სოლიდური იყო. ვეტერანმა ჰოლანდიელმა გარანტირებული 750 000 მიიღო და სპონსორისგან დამატებითად 40 000 ერგო.
სხვა მებრძოლების ჰონორარები – UFC Vegas 18
კორი სანდჰაგენი – 350 000 გარანტირებული, 20 000 სპონსორის ბონუსი.
ფრენკი ედგარი – 250 000 გარანტირებული, 10 000 სპონსორის ბონუსი.
მაიკლ ჯონსონი – 210 000 გარანტირებული, 5000 სპონსორის ბონუსი.
კლეი გუიდა – 105 000 გარანტირებული, 5000 სპონსორის ბონუსი.
ალეხანდრო პანტოჟა – 73 000 გარანტირებული, 5000 სპონსორის ბონუსი.
მანელ კაპე – 10 000 გარანტირებული, 3500 სპონსორი ბონუსი.
ბენეილ დარიუში – 85 000 გარანტირებული, 10 000 სპონსორის ბონუსი.
კარლოს დიეგო ფერეირა – 60.000 გარანტირებული, 5000 სპონსორის ბონუსი.