რა ხდება მცხეთასთან, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების მოთხოვნით აქცია გრძელდება [ფოტოები]
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მცხეთასთან აგრძელებენ. მათ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი ორივე მხრიდან გადაკეტილი აქვთ.
ტატუნაშვილის ახლობლები ოკუპირებული ცხინვალიდან გარდაცვლილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ტატუნაშვილის მამის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ, დაიშალონ თუ აქცია გააგრძელონ.
ადგილზე იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.
ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.