რა არის კოსმოსი? კითხვა, რომელიც ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა The Conversation-ი დარემის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ემილი თომასის საინტერესო წერილს აქვეყნებს. დებატები აღნიშნულ საკითხზე, თითქმის 300 წლის წინ დაიწყო იმ დროის წამყვან ფილოსოფოსებსა და ფიზიკოსებს შორის. თომასი სწორედ ამ დებატების მნიშვნელოვან მომენტებს მიმოიხილავს.
მთები. ვეშაპები. შორეული ვარსკვლავები. ეს ყველაფერი კოსმოსში არსებობს, შესაბამისად, ჩვენც. ჩვენი სხეულები გარკვეული ოდენობის სივრცეს იკავებს. როდესაც სამსახურში მივდივართ, გადავადგილდებით სივრცეში. მაგრამ რა არის კოსმოსი? არის თუ არა ის საერთოდ ნამდვილი ფიზიკური ობიექტი? 1717 წელს, ამ კითხვის ირგვლივ დიდი ბრძოლა ატყდა. ზუსტად 300 წლის შემდეგ, ის კვლავ გრძელდება.
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ფიზიკოსებმა კოსმოსის პრობლემა „გადაჭრეს“. მათემატიკოს ჰერმან მინკოვსკისა და ფიზიკოს ალბერტ აინშტაინის მოწონებამ გვასწავლა ფორმულირება, რომ დრო-სივრცე გაერთიანებული კონტინიუმია, რომელიც გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ მოქმედებენ ძალიან დიდი და ძალიან პატარა საგნები, მაგალითად ინდივიდუალური ატომები. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვერ გავეცით პასუხი კითხვას, თუ რა არის კოსმოსი. თუკი სამყაროდან მთლიან მატერიას ამოვსრუტავთ, დარჩება თუ არა სივრცე?
ოცდამეერთე საუკუნის ფიზიკა სავარაუდოდ თავსებადია კოსმოსის ორ ძალიან განსხვავებულ ანგარიშთან: „რელაციონიზმთან“ და „აბსოლუტიზმთან“. ორივე ეს ხედვა თავიანთ პოპულარობას უნდა უმადლოდეს ბრიტანეთის გერმანელ დედოფალ კაროლინ ანსბახელს (1683-1737), რომელმაც თავის ჯოხი გადასცხო მაშინ არსებულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს.
კაროლინი ძლიერი ფილოსოფოსი იყო და მე-18 საუკუნის დასაწყისში, მოახერხა, რომ იმ პერიოდის წამყვანი ფილოსოფოსები ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინა. კონტინენტზე, სავარძელზე მოკალათებული ფილოსოფოსები მხარს უჭერდნენ „რელაციონიზმს“, მბრუნავი მსოფლიოს თეორიას. მაგრამ ამასობაში, ბრიტანელი ფილოსოფოსები ავითარებდნენ მეცნიერებით შთაგონებულ „ემპირიზმს“ — დაკვირვებებზე დაფუძნებულ თეორიებს. ისინი ეთაყვანებოდნე ისეთ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ რობერტ ბოილი და ისააკ ნიუტონი.
კაროლინმა ორ ფილოსოფოსს ერთმანეთისთვის წერილების მიწერა სთხოვა. ერთი მათგანი გერმანელი ფილოსოფოსი გოტფრიდ ლაიბნიცი იყო, ბრწყინვალე რაციონალისტი. მეორე გახლდათ ინგლისელი ფილოსოფოსი სამუელ კლარკი, ნიუტონის ახლო მეგობარი. ორივე მათგანი დათანხმდა და საბოლოოდ, 1717 წელს მათი მიწერ-მოწერა საჯაროდ გამოქვეყნდა „დოკუმენტების კოლექციის“ სახელით. მიუხედავად უაზრო სახელისა, დოკუმენტები მართლაც რევოლუციური აღმოჩნდა. მათი ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ კოსმოსის ბუნება იყო.
ყველაფერი თუ არაფერი?
არის თუ არა სივრცე ვარსკვლავებს შორის? რელაციონისტი ლაიბნიცი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი სივრცული ურთიერთობაა საგნებს შორის. ავსტრალია „სინგაპურის სამხრეთითაა“. ხე ბუჩქისგან „სამი მეტრით მარცხნივაა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოსმოსი არ უნდა არსებობდეს იმ საგნებისგან დამოუკიდებლად, რომლებსაც ის ერთმანეთთან აკავშირებს. ლაიბნიცის აზრი, თუ არაფერი არსებობს, არ უნდა იყოს არანაირი სივრცული ურთიერთობები. თუკი სამყარო განადგურდება, აღარ იარსებებს კოსმოსიც.
ამის საპირისპიროდ, აბსოლუტისტი კლარკი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი არის სუბსტანციათა მთელი წყება, რომელიც ყველგანაა. კოსმოსი გიგანტური კონტეინერია, რომელიც შეიცავს სამყაროს ყველა საგანს: ვარსკვლავებს, პლანეტებს, ჩვენ. კოსმოსი საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ თუ როგორ გადაადგილდება საგნები ერთი ადგილიდან მეორეზე, როგორ მოძრაობს კოსმოსში სამყაროს მთლიანი მატერია. გარდა ამისა, კლარკი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი ღვთაებრივია: კოსმოსი არის ღმერთის არსებობა სამყაროში, სხვაგვარად რომ ითქვას, კოსმოსი ღმერთია. კლარკის აზრით, თუ სამყარო განადგურდებოდა, კოსმოსი მაინც დარჩებოდა. კოსმოსის გაქრობა კი ისევე შეუძლებელია, როგორც ღმერთის გაქრობა.
ლაიბნიც-კლარკის წერილებმა ააფეთქა მე-18 საუკუნის ადრეული პერიოდის სწავლება. ისეთი მოაზროვნეები, როგორიც იყო ნიუტონი, რომელიც უკვე ჩართული იყო დებატებში, საკმაოდ ღრმად იყვნენ შესული. ნიუტონი ამტკიცებდა, რომ კოსმოსი უფრო მეტი იყო, ვიდრე ურთიერთობა მატერიალურ ობიექტებს შორის. იგი ამტკიცებდა, რომ ის იყო აბსოლუტური ერთიანობა, რომ ყველაფერი მასთან ურთიერთობით მოქმედებდა. ამან განაპირობა განსხვავება „მიმართებით“ და „აბსოლუტურ“ მოძრაობას შორის. დედამიწა მოძრაობს სხვა მატერიალურ ობიექტებთან მიმართებაში, მაგალითად მზესთან, მაგრამ ამავე დროს, ის ასევე მოძრაობს აბსოლუტურად — კოსმოსის მიმართ.
დებატებს მოგვიანებით სხვებიც შემოუერთდნენ, მაგალითად, იმანუელ კანტი. მას სჯეროდა, რომ კოსმოსი უფრო წარმოდგენაა, რომელსაც ადამიანები სამყაროს შესაგრძნობად იყენებენ, და არა რეალური საგანი. კოსმოსთან დაკავშირებით შეხედულებები მხოლოდ ფიზიკოსებსა და ფილოსოფოსებს როდი ჰქონდათ. საკუთარი სათქმელი ყველა ადამიანს გააჩნდა, მევახშიდან დაწყებული დაქირავებული მუშით დამთავრებული.
პრობლემა ღმერთთან
ხალხი განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო კლარკის იმ ხედვით, რომ კოსმოსი ღმერთია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მუდამ ღმერთში ვმოძრაობთ? ღმერთი უბრალოდ ყველაფერს კი არ ხედავს, თავად არის ყველგან? მათ ასევე აწუხებდათ დიდი საგნები. იმის გამო, რომ ვეშაპი მეტ სივრცეს იკავებს, ვიდრე წმინდანი ადამიანი, არის თუ არა ის უფრო წმინდანი? მთები რომ დიდია, არის თუ არა ისინი ღმერთის მსგავსი?
მე-20 საუკუნის ფილოსოფოსი ბერტრან რასელი ერთ დროს ამტკიცებდა, რომ არ უნდა ვეთაყვანოთ ზომებს.
„სერ ისააკ ნიუტონი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჰიპოპოტამი, მაგრამ მისი ფასს ნამდვილად არ აღვიქვამთ უფრო მცირედ, ვიდრე დიდი მხეცისას“, — წერდა რასელი.
მას ნამდვილად არ დაეთანხმებოდა მე-18 საუკუნის ზოგიერთი მოაზროვნე — ისინი ნიუტონზე მეტად უდავოდ ბეჰემოთს გააღმერთებდნენ.
დღეისათვის, ღმერთის კონცეპტი ამ დებატებიდან გამქრალია. თუმცა, ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსი, მაგალითად, ტიმ მოდრინი და გრაჰამ ნერლიხი მაინც ფიქრობენ, რომ ფიზიკის ამჟამინდელი თეორიები მხარს უჭერს კლარკის ხედვას (რელიგიური ნაწილის გამოკლებით). დრო-სივრცე ერთი დიდი კონტეინერია და ჩვენ ყველა მასში გადავადგილდებით.
სხვა ფილოსოფოსებს, მაგალითად, კენეთ მანდერსს და ჟულიან ბარბუს მიაჩნიათ, რომ ფიზიკის საუკეთესო მიღწევები შესაბამისობაში მოდის ორივე ხედვასთან და არის სხვა მიზეზებიც, რათა დავიჯეროთ, რომ ლაიბნიცის თეორია მართალი იყო. თუკი ფიზიკა მართლაც შეთავსებადია აბსოლუტიზმთან ან რელაციონიზმთან, უნდა ვარჩიოთ თუ არა რელაციონიზმი, როგორც უფრო მარტივი თეორია? ამ ყველაფრის შემდეგ, თუკი მისი არ გვჯერა, რატომ გვაქვს პოსტულატად მიჩნეული გიგანტური ერთიანობა, რომელიც კონტეინერის როლს ასრულებს?
„როგორც დროისა და სივრცის ისტორიკოსი, მოხიბლული ვარ ამ დებატების მსვლელობით, როგორ გაიფურჩქნა და გაიზარდა 300 წლის წინ დაწყებული რაღაც. რა თქმა უნდა, ლაიბნიც-კლარკის დოკუმენტები ფილოსოფიის სფეროს მიღმა კარგად არაა ცნობილი, მაგრამ მათ მიერ დაწყებული დებატები დღემდე გრძელდება. კაროლინ ანსბახელს ახლა ნამდვილად ბევრი პასუხი აქვს“.
ემილი თომასი, დარემის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით