ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული დანადგარით მიმდინარეობს [ფოტო]
ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული დანადგარით მიმდინარეობს [ფოტო]

ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთზე ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული დანადგარის – TBM-ის მეშვეობით, 1,7-კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გათხრილია.

ბურღვის პარალელურად, მიმდინარეობს ბეტონის მოპირკეთების სამუშაოებიც. მოპირკეთებისთვის საჭირო მასალა მზადდება იმავე ლოკაციაზე მდებარე ქარხანაში. ამავე გვირაბის მშენებლობის პარალელურად, წკერე-კობის მონაკვეთზე მიმდინარეობს ცხრაკილომეტრიანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის გაყვანაც. სამუშაოების დაწყების დღიდან ამ დრომდე გაბურღულია 3 103 მეტრი.

23-კილომეტრიანი გზა, რომელიც ჯამში ხუთი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას და ასევე, ერთი ხიდის რეაბილიტაციას მოიცავს, 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 1,2 მილიარდი ლარია.

ახალი გზის მეშვეობით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის სიგრძე 12 კმ-ით შემცირდება, მგზავრობის საშუალო დრო კი 45 წუთით.