ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ
ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. მარნეულში დილის ლოცვის შემდეგ, გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხორცს დაარიგებენ.
ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.
ყურბან-ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა ქვემო ქართლში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა დღეს დაიწყეს, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.