ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩიბათში 200 ოჯახს ტექნიკური წყლის მიწოდება დღეიდან აღუდგება. სოფელ ქვემო ჩიბათში წყლის სათავე ნაგებობა გაიწმინდა.
სოფელში 200-მდე ოჯახს ტექნიკური წყალი არ მიეწოდებოდა.
გაწმენდითი სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, ჩიბათის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჩახვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბესიკ კუპრაძემ ადგილზე დაათვალიერეს.
„ამ ეტაპზე გაიწმინდა წყლის სათავე ნაგებობა, რომლიდანაც ტექნიკური წყალი ქვემო ჩიბათის მოსახლეობას მიეწოდება. მომავალ წელს გეგმაშია ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, რათა სოფელს უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად მიეწოდოს წყალი“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ.