ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. შემთხვევა დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი მამაკაცი შენობაში შეიჭრა და თანხას ითხოვდა, თუმცა, თვითმხილველების თქმით, დაცვის თანამშრომლის დანახვისას მან ტერიტორია დატოვა და გაიქცა. მამაკაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ბანკის ფილიალში მუშაობა შეჩერებულია.