ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ოთხსართულიანი შენობის მე-4 სართულზე, სამხედრო კომისარიატის განყოფილებაში დაიწვა ერთი ოთახი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
როგორც პირველ არხს სამხედრო სამსახურის უფროსმა, ვასილ თუთბერიძემ განუცხადა, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ დაზიანებული ელექტროსადენებია.