ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სხვენზე გაჩნდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა გახდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სახის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ.
სახანძრო სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.