ქუთაისში ქალს ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში ქალს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა.

ფალიაშვილის ქუჩაზე BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.

დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ქალთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ოჯახის წევრები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.