პროტესტის 126-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობის აქციამ ერთი დღით სოფელ ნამოხვანიდან ქუთაისში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილნი.
რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან შეუერთდნენ. ისინი საგანგებოდ აქციისთვის ჩავიდნენ ქუთაისში და რიონის ხეობის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებას თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მოსახლეობა „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ აქციას 126 დღეა, მართავს.