ქუთაისში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს ბრალდების მხარის ერთ მოწმეს დაკითხავს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა.

შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.