ქუთაისში გამოკვლეულ 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეულ 45 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 45 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს და ყველას ტესტების პასუხები უარყოფითია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ 17 პაციენტია მოთავსებული, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას სამი პაციენტი აგრძელებს.