ქუთაისში, ბარ-რესტორან “სეზამის” დაცვის თანამშრომელი უცნობმა პირმა დაჭრა.
როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე პირი ბარში შესვლას საკუთარი სასმლით ცდილობდა, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ერთ-ერთმა სტუმარმა დაცვის თანამშრომელი დაჭრა და მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.