ქუთაისში დადასტურებული კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება. კლინიკის ექიმის, მარიამ ვარდანიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც ლენტეხიდან არიან, კორონავირუსის დიაგნოზით წუხელ შეიყვანეს. ცოლ-ქმარს მესტიაში მყოფ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ხუთი ბავშვია.