ქუთაისში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 1 270 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ორ პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

მისივე თქმით, ორივე ახალი შემთხვევა არის კოვიდინფიცირებული პაციენტების კონტაქტები, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებს და ასევე სხვა სამიზნე ჯგუფებს  ჩაუტარდათ. ასევე ქუთაისის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს სვანეთიდან გადაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშები.