ქუთაისში დადასტურებული კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება

13:19, 23.08.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ე.წ. მესტიის კლასტერს უკავშირდება. კლინიკის ექიმის, მარიამ ვარდანიძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც ლენტეხიდან არიან, კორონავირუსის დიაგნოზით წუხელ შეიყვანეს. ცოლ-ქმარს მესტიაში მყოფ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან ხუთი ბავშვია.

მსგავსი