ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რა დროსაც მასში მჯდომი მგზავრი მსუბუქად დაშავდა. ის შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.