ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ფეხით მოსიარულის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გზაზე ორი ავტომანქანა, რომლებსაც ახალგაზრდა ქალები მართავდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ისიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
„ორი გოგო ერთმანეთს „ეგონკავებოდა“, ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.