ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბორდიურზე ავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძღოლი და ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.