ქუთაისში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ავტოადგურ „ოკრიბას“ წინ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალის სიჩქარით მოძრაობდა. დედა-შვილი კი ზებრაზე არ გადადიოდა.
ორივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.