ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა, რა დროსაც ფეხით მოსიარულე დაშავდა, თავად მოტოციკლის მძღოლი კი, დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.