ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
ქუთაისში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს.
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ქალაქის ცენტრალურ ბაღში ქალაქის მერი, საკრებულოს წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
„ეს დღე საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა, დღეს 9 აპრილის გმირებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.