ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება
ქუთაისის უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი იხსნება

ქუთაისის უნივერსიტეტში (Unik) კონფუცის ინსტიტუტი იხსნება. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივმა ინიციატივამ კონფუცის ინსტიტუტის გახსნასთან დაკავშირებით ჩინეთის საერთაშორისო განათლების ფონდის მხარდაჭერა მოიპოვა.

„კონფუცის ინსტიტუტი ქუთაისის უნივერსიტეტში (Unik) 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება და ქართველ სტუდენტებს მისცემს საშუალებას, შეისწავლონ ჩინური ენა, გაცვლით საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთონ და ჩინურ კულტურას ეზიარონ“, – ქუთაისის უნივერსიტეტში.

მათივე ცნობით, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ფონდი მზადაა, გამოყოს ადამიანური და მატერიალური რესურსი და გაუწიოს ქუთაისის უნივერსიტეტს ტექნიკური დახმარება ინსტიტუტის მუშაობისა და განვითარებისთვის.

„ქუთაისის უნივერსიტეტის (Unik) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური და ტოპმენეჯმენტი მოხარულია, კონფუცის ინსტიტუტის საქმიანობით, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას“, – აღნიშნავენ ქუთაისის უნივერსიტეტში.