ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეხმიანება ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ არაზუსტ ინფორმაციას უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით და დაინტერესებულ საზოგადოებას აცნობებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ გარე რეფერირებისა და კოლეგიალური ურთიერთშეფასების (peer-review) მოთხოვნების შესაბამისად.

„საბჭო ამავდროულად წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის გარე მაკონტროლებელ მექანიზმს. დამატებით, უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აღიარებისთვის წარადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია მსოფლიოს წამყვან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით და სწორედ TUM-ის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. KIU-ს საგანმანათლებლო პროგრამები დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომელიც შედგება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პროფესორებისაგან. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის კონტროლს სწორედ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს. KIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას დამატებით უზრუნველყოფს TUM International-ი, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი ორგანიზაციაა და ის ხელს უწყობს აკადემიური პროგრამებისა და მათი ხარისხის განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, – აღნიშნულია განცადებაში.