ქუთაისის უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება
ქუთაისის უნივერსიტეტი - უნივერსიტეტის ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება

ქუთაისის უნივერსიტეტის (Unik) ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება, – ამის შესახებ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ქუთაისის უნივერსიტეტის (Unik) ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც საახალწლო ღონისძიებებისთვის იყო გათვალისწინებული, ისეთი ეფექტური პროექტების განხორციელებას მოხმარდება, როგორიცაა რობოტიკისა და პროგრამირების სკოლები მოსწავლეებისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს განათლებას და ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას, მით უმეტეს ახლა, როდესაც პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ ეს სფეროც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაც და ღირებულებაც ახალი ცოდნის გენერირება, პროგრესული და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობაა, რომელიც სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მიიღწევა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ხარისხს და მნიშვნელობას ზრდის“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.