„ქუთაისის უნივერსიტეტი“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინტრენინგებს იწყებს
UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინტრენინგებს იწყებს.
„გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე – „მედია და ქალთა ძალადობა“ პირველ დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება. რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? – ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი გელა სიორდია უპასუხებს.
„ქუთაისის უნივერსიტეტისთვის“ პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული ან საკონსულტაციო მხარდაჭერა”, – აღნიშნავენ უნივერსიტეტში.