ქუთაისის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გრძელდება
ქუთაისის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გრძელდება

ქუთაისის ყველა შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების შემოწმება გრძელდება.

სამართალდამცველები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამოწმებენ, ასრულებენ თუ არა მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საველე კარავებში კი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, რეგიონში ვითარება არის მშვიდი და ყველა სათანადო სამსახური მობილიზებულია, რათა მოქალაქეებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ.

რაც შეეხება პაციენტებს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას კოვიდ 19 დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტი აგრძელებს.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ერთის კი მსუბუქია.

კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული რვა პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას ორი პაციენტი აგრძელებს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციიით, ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.