ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთი რუსეთის საზღვართან გამშვებ პუნქტებს 11 თებერვლამდე არ გახსნის
ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფინეთი რუსეთის საზღვართან გამშვებ პუნქტებს 11 თებერვლამდე არ გახსნის

ფინეთი რუსეთის საზღვართან გამშვებ პუნქტებს კიდევ ოთხი კვირა, 11 თებერვლამდე არ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენიმ აღნიშნა, ყველა გასასვლელი ისევ დახურული იქნება. მისივე თქმით, რუსეთის ჰიბრიდული გავლენის საფრთხე კვლავ არსებობს.

თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო ფინეთმა რუსეთთან საზღვარი გასული წლის მიწურულს დახურა.