ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მხრიდან გატარებულ ზომებს
რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ესაუბრა ფინეთის პრემიერს და მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის საზღვართან ოთხი გამშვები პუნქტის დახურვას ეხება.
„რუსეთის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, სრულად ვუჭერ მხარს ფინეთის მიერ გატარებულ ზომებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინელ მესაზღვრეებს, რომლებიც ევრკავშირის საზვღრებს იცავენ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
I had a call with PM @PetteriOrpo who informed me about the situation at the border with Russia.
Russia’s instrumentalisation of migrants is shameful.
I fully support the measures taken by Finland.
And I thank the Finnish Border Guards for protecting our European borders.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 16, 2023