ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით ნებაყოფლობით ამოწმებენ
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების ნებაყოფლობითი შემოწმება 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.
მორიგე ექიმის განცხადებით, შემოწმებული მგზავრებიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთს არ დაუდგინდა.
ჩამოსული მგზავრები ამბობენ, რომ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ექიმების კითხვებს პასუხი გასცეს.