ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით ნებაყოფლობით ამოწმებენ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსთან დაკავშირებით ნებაყოფლობით ამოწმებენ

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების ნებაყოფლობითი შემოწმება 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.

მორიგე ექიმის განცხადებით,  შემოწმებული მგზავრებიდან კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთს არ დაუდგინდა.

ჩამოსული მგზავრები ამბობენ, რომ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ექიმების კითხვებს პასუხი გასცეს.