ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. სკოლაში ვირუსი ოთხ მშობელს და ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის თქმით, პედაგოგის ინფიცირება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკავშირდება.

„პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა“, – აცხადებს დირექტორი.

ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დადასტურებული.