ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სამი ახალი მოადგილე წარადგინა.
ვიცე-მერის პოზიციას გიორგი იობაშვილი დაიკავებს. გიორგი იობაშვილი თვითმმართველობაში იყო დასაქმებული და ვაკის უბნის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა. ჭიღვარია პროფესიით იურისტია, ასევე არის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი.
მერის მოადგილეები გახდნენ ასევე ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.
ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა, იგი ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. 2014 წლიდან დაიკავა “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს” საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა.
რაც შეეხება იუზე უგულავას, ის ბოლო პერიოდში ხონის გამგებლის მოადგილე იყო.
„მე მოვედი ჩემი გუნდით და მჯერა მათი ბიოგრაფიის, წარსულისა და პროფესიონალიზმის, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქალაქს“,- განაცხადა პირველ არხთან ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის სამივე მოადგილე მუშაობას უკვე შეუდგა.