ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს
ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.

ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ობიექტებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მუშაობას დროებით წყვეტენ, საიჯარო გადასახადი დროებით უჩერდებათ.

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რასაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გვაძლევს. მოსახლეობის დაცვასთან ერთად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა მიიღოს ეკონომიკამ. მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მივიღეთ სწორედ ეს გადაწყვეტილება და მათ დროებით ვათავისუფლებთ გადასახადებისგან“, – აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან და საშეღავათო პერიოდის დეტალებს გააცნობენ.