ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასასვლელი ნებართვის მისაღებად მოქალაქეები არიან შეკრებილი
ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასასვლელი ნებართვის მისაღებად მოქალაქეები არიან შეკრებილი

ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასავლელად საჭირო საშვის მისაღებად, მოქალაქეები არიან შეკრებილი. ტერიტორიაზე დარღვეულია სოციალური დისტანცია.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, მოსახლეობას მიწები აქვს დასამუშავებელი და ესაჭიროებათ ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ. მისი თქმით, მერია პანდემიის საფრთხის ფონზე თავად არღვევინებს მოსახლეობას დისტანციას და საფრთხეს უქმნის მათ.

მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, მერიის თანამშრომლების მხრიდან დილიდან ხდებოდა მოწოდება, რათა საშვის აღების მსურველებმა სოციალური დისტანცია დაიცვან. ზვიად ჯავახიას თქმით, საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს და შეძლებენ სამუშაოების განხორციელებას.

ამ დროისთვის მერიასთან დისტანციის დასაცავად ბარიერები იდგმება.