ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე გაქურდეს
ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა.
შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მძარცველი შენობაში 07:15 საათზე, ფანჯრიდან შევიდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას მერიის დაცვის სამსახურმა შეატყობინა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.