ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერიის სამსახურებს ახალი უფროსები წარადგინა.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ბექა ყურაშვილი უხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულს – ლევან კინწურაშვილი.
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს გიორგი გიორგობიანი ჩაიბარებს, სამხედრო სამსახურს ლერი ყენია.
სოციალურ საკითხთა სამსახურს იოსებ ჩიჯავაძე უხელმძღვანელებს, საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია იქნება.
ქუთაისის მერიის სამსახურების ძველი უფროსებიდან თანამდებობა, სოციალურ საკითხთა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა შეინარჩუნეს.