ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასასვლელი ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა რიგია
ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასასვლელი ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა რიგია

ქუთაისის მერიასთან ქალაქიდან გასავლელად საჭირო საშვის მისაღებად, მოქალაქეეთა რიგია. მათი თქმით, ელოდებიან საშვს, რათა დატოვონ ქალაქი და სოფლებში აწარმოონ სამეურნეო სამუშაოები. როგორც რიგში მდგომი პირები აცხადებენ, ​მერიის შენობასთან დისტანცირებულად დგანან და იცავენ ყველა რეკომენდაციას.

​მერიის შენობის წინ ობიექტის დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც დისტანციის წესების დაცვას თვალყურს ადევნებენ, ასევე შენობის წინ მოწყობილია სპეციალური ჯებირები.

„სოფელი მაქვს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სადაც თუ გამიშვებენ, ერთი კვირით მინდა ჩავიდე, რათა მივხედო კუთვნილ კარ-მიდამოს. 162 ვარ რიგში და ალბათ ერთ საათში ავიღებ საშვს“, – განუცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.