ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
როგორც გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, ქალაქის მერია აქტიურად მუშაობს და ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ხორციელდება.
„ქუთაისში სამი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი იხარჯება, ასევე მიმდინარეობს ცენტრალური ბულვარის პროექტირება. ქალაქის მერი და ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ“, – განაცხადა ჭიღვარიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტი მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ქუთაისს ნორმალური და ქმედითი ხელისუფლება სჭირდება.