ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

13:05, 21.01.2019

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, ქალაქის მერია აქტიურად მუშაობს და ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ხორციელდება.

„ქუთაისში სამი მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც 3 მილიონი ლარი იხარჯება, ასევე მიმდინარეობს ცენტრალური ბულვარის პროექტირება. ქალაქის მერი და ხელისუფლება აქტიურად მუშაობენ“, – განაცხადა ჭიღვარიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტი მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ქუთაისს ნორმალური და ქმედითი ხელისუფლება სჭირდება.

მსგავსი