ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტს ითხოვენ
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტს ითხოვენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას იმპიჩმენტს ითხოვენ.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მერის იმპიჩმენტის საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური და ქმედითი ხელისუფლება“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სამსონ გუგავამ.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლურმა პოლიტიკამ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი დააკარგვინა.

„ქუთაისში ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო, ერთადერთი რაც დაიწყო, არის თეთრი ხიდი და თქვენ ხედავთ, რა დამართეს ისტორიულ ხიდს. ჩვენი მოთხოვნაა, ეს ადამიანი სასწრაფოდ ჩამოშორდეს ქუთაისის მმართველობას“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით გოგისვანიძე კი ფიქრობს, რომ ქუთაისში კორუფცია ყვავის.

ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და წავიდეს თანამდებობიდან. ასეთ მძიმე ვითარებაში არც ერთი მმართველობის დროს ჩვენი ქალაქი არ ყოფილა“, – განაცხადა გოგისვანიძემ.