ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 282 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 282 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 282 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არ ერთ პირთან არ დადასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად, მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.