ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, საეჭვო პაციენტებს შორის იყო 32 წლის ქალი აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, რომელიც კლინიკაში კატასტროფის ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა და მისთვის ნაადრევი საკეისრო კვეთის ჩატარება გახდა საჭირო.

„პაციენტი ამჟამად კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს შორის იყო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გადმოყვანილი ერთი ფეხმძიმე“, – აცხადებენ კლინიკაში.

ცხელების ცენტრში ორი პაციენტი იმყოფება, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებსაც დღის მანძილზე ელოდებიან.