ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თვითდინებით შესულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 16 პაციენტია მოთავსებული. თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ ასევე საცხოვრებელი სახლიდან შევიდა ერთი პაციენტი, რომელსაც ანალიზი უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.